ფეხბურთი

23:57 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ, კიდევ 4 ფინალისტი გაირკვევა

ხვალ, ევროპულ მინდვრებზე ის თამაშები გაიმართება, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კიდევ 4 მონაწილეს გამოავლენს. გარდა ამისა, ცნობილი გახდება, თუ რომელი 8 გუნდი ითამაშებს ფლეი ოფში.

 

A ჯგუფი

სერბეთი-მაკედონია

ბელგია-უელსი

შოტლანდია-ხორვატია

ამ ჯგუფში, პირველ ადგილზე გასული გუნდის ვინაობა უკვე გარკვეულია. ისიც ცნობილია, რომ ხორვატია მე-2 ადგილზე გადის, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ითამაშებენ თუ არა ხორვატები ფლეი ოფში. ხვალ, იგორ სტიმაცის გუნდი შოტლანდიაში მოსაგებად იბრძოლებს და მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ფლეი ოფში თამაშის უფლებას აუცილებლად მოიპოვებს.

1.     ბელგია      9     8     1     0     17:3   25   

2.     ხორვატია    9     5     2     2     12:7   17   

3.     სერბეთი     9     3     2     4     13:10  11    

4.     უელსი 9     3     0     6     8:19   9    

5.     შოტლანდია  9     2     2     5     6:12   8    

6.     მაკედონია   9     2     1     6     6:11   7    

 

B ჯგუფი

ბულგარეთი-ჩეხეთი

დანია-მალტა

იტალია-სომხეთი

ერთი შეხედვით, ჯგუფში სიტუაცია ძალიანაა დაძაბული, მაგრამ რეალურად, ინტრიგა მინიმალურია. იტალიას ბრაზილიის საგზური განაღდებული აქვს, მალტა და ჩეხეთი ფლეი ოფისთვის ვეღარ იბრძოლებენ, სომხეთს მე-2 ადგილზე გასვლის მიზერული შანსი აქვს, ხოლო ბულგარეთი და დანია, მე-2 პოზიციის დაკავების შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ფლეი ოფს მიღმა დარჩებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული გუნდი, სავარაუდოდ, საუკეთესო 9 მეორეადგილოსანს შორის უკანასკნელ პოზიციას დაიკავებს.

1.     იტალია     9     6     3     0     17:7   21   

2.     ბულგარეთი  9     3     4     2     14:8   13   

3.     დანია 9     3     4     2     11:12   13   

4.     ჩეხეთი      9     3     3     3     12:9   12   

5.     სომხეთი     9     4     0     5     10:11   12   

6.     მალტა 9     1     0     8     5:22   3    

 

C ჯგუფი

ირლანდია-ყაზახეთი

შვედეთი-გერმანია

ფარერები-ავსტრია

ჩ ჯგუფში არანაირი ინტრიგა აღარ არსებობს. გერმანიამ პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო შვედეთმა – ფლეი ოფი.

1.     გერმანია     9     8     1     0     31:7   25   

2.     შვედეთი    9     6     2     1     16:9   20   

3.     ავსტრია     9     4     2     3     17:10  14   

4.     ირლანდია   9     3     2     4     13:16  11    

5.     ყაზახეთი    9     1     2     6     5:18   5    

6.     ფარერები    9     0     1     8     4:26   1

 

D ჯგუფი

უნგრეთი-ანდორა

რუმინეთი-ესტონეთი

თურქეთი-ჰოლანდია

ჰოლანდიამ ფინალური ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა, ხოლო თურქეთი, რუმინეთი და უნგრეთი მე-2 ადგილისთვის იბრძოლებენ. სამივე ეს გუნდი საკუთარ კედლებში თამაშობს. ყველაზე სუსტი მეტოქე უნგრელებს ჰყავთ, მაგრამ გასულ ტურში ჰოლანდიაში შერცხვენილ გუნდს სატურნირო მდგომარეობა აყენებს წამგებიან სიტუაციაში. ამჟამად მე-2 ადგილს თურქეთი იკავებს, მაგრამ ფათიჰ თერიმის გუნდი ძლიერ მეტოქეს, ჰოლანდიას მასპინძლობს.

1.     ჰოლანდია   9     8     1     0     32:5   25   

2.     თურქეთი    9     5     1     3     16:7   16   

3.     რუმინეთი   9     5     1     3     17:12  16   

4.     უნგრეთი    9     4     2     3     19:20  14   

5.     ესტონეთი   9     2     1     6     6:18   7    

6.     ანდორა     9     0     0     9     0:28   0    

 

E ჯგუფი

კვიპროსი-ალბანეთი

ნორვეგია-ისლანდია

შვეიცარია-სლოვენია

ამ ჯგუფში, ბოლო ტურს მნიშვნელობა ისლანდიისთვის და სლოვენიისთვის აქვს. ისლანდიელები, რომლებიც ქულით წინ არიან, ნორვეგიას სტუმრობენ, ხოლო სლოვენიელები პირველი ადგილის გამნაღდებელ შვეიცარიას ეწვევიან.

1.     შვეიცარია   9     6     3     0     16:6   21   

2.     ისლანდია   9     5     1     3     16:14  16   

3.     სლოვენია    9     5     0     4     14:10  15   

4.     ნორვეგია    9     3     2     4     9:12   11    

5.     ალბანეთი    9     3     1     5     9:11   10   

6.     კვიპროსი    9     1     1     7     4:15   4    

 

F ჯგუფი

აზერბაიჯანი-რუსეთი

ისრაელი-ჩრდ. ირლანდია

პორტუგალია-ლუქსემბურგი

ამ ჯგუფში ცნობილია, რომ პირველ-მეორე ადგილებს რუსეთი და პორტუგალია გადაინაწილებენ. დიდი ალბათობით, გუნდები პოზიციებს არ გაცვლიან და ფინალურ ეტაპზე რუსეთი ითამაშებს. ამისთვის საკმარისია, რომ ფაბიო კაპელოს შეგირდებმა აზერბაიჯანში ქულა აიღონ.

არსებობს იმის თეორიული შანსი, რომ პორტუგალია ფლეი ოფს მიღმაც დარჩეს, თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობა ლუქსემბურგთან შინ წაგება და აზერბაიჯანის ბოლო ადგილზე გასვლაა (რაც ისრაელში ჩრდილო ირლანდიის მოგებასაც გულისხმობს). თუმცა დიდი ალბათობით, პორტუგალიელთა ფლეი ოფს მიღმა დარჩენისთვის საკმარისი არც ეს იქნება.

1.     რუსეთი     9     7     0     2     19:4   21   

2.     პორტუგალია 9     5     3     1     17:9   18   

3.     ისრაელი     9     3     4     2     18:13  13   

4.     აზერბაიჯანი 9     1     5     3     6:10   8    

5.     ჩრდ.ირლანდია     9     1     3     5     8:16   6    

6.     ლუქსემბურგი      9     1     3     5     7:23   6    

 

G ჯგუფი

საბერძნეთი-ლიხტენშტაინი

ლიტვა-ბოსნია

ლატვია-სლოვაკეთი

ბოლო ტურს ბოსნია და საბერძნეთი თანაბარი ქულებით ხვდებიან. ბურთების შეფარდებაში დიდი უპირატესობა ბოსნიელებს აქვთ და თუ ქულებში წინ გაჭრა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, ფლეი ოფში საბერძნეთი ითამაშებს.

1.     ბოსნია-ჰერცეგოვინა 9     7     1     1     29:6   22   

2.     საბერძნეთი  9     7     1     1     10:4   22   

3.     სლოვაკეთი  9     3     3     3     9:8    12   

4.     ლიტვა 9     3     2     4     9:10   11    

5.     ლატვია      9     2     1     6     8:18   7    

6.     ლიხტენშტეინი     9     0     2     7     4:23   2    

 

H ჯგუფი

სან მარინო-უკრაინა

მონტენეგრო-მოლდოვა

ინგლისი-პოლონეთი

წინა ტურში უშუალო კონკურენტთან, მონტენეგროსთან მოგების მიუხედავად, ინგლისის განაღდებული მხოლოდ ფლეი ოფის საგზური აქვს. ხვალ, როი ჰოჯსონის გუნდი უმოტივაციო პოლონეთს მასპინძლობს და 3 ქულის აღების შემთხვევაში, ბრაზილიის საგზურსაც გაიფორმებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ საუკეთესო ორ გუნდში ადგილს მოიპოვებს უკრაინა, რომელსაც უქულო სან მარინოსთან ფრეც აწყობს.

1.     ინგლისი     9     5     4     0     29:4   19   

2.     უკრაინა     9     5     3     1     20:4   18   

3.     მონტენეგრო 9     4     3     2     16:12  15   

4.     პოლონეთი  9     3     4     2     18:10  13   

5.     მოლდოვა   9     2     2     5     7:15   8    

6.     სან მარინო  9     0     0     9     1:46   0    

 

I ჯგუფი

ესპანეთი-საქართველო

საფრანგეთი-ფინეთი

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბოლო ჯგუფია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს ფინალური ეტაპის საგზური ჯერ განაღდებული არ აქვს. ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩში, “ფურია როხას” ის შედეგი სჭირდება, რომელზეც უარს არც თემურ ქეცბაიას შეგირდები იტყვიან. თუ ესპანეთმა ქულა მაინც მოიპოვა, ეს გუნდი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავა, ხოლო საფრანგეთი ფლეი ოფში ითამაშებს.

1.     ესპანეთი    7     5     2     0     12:3   17   

2.     საფრანგეთი  7     4     2     1     12:6   14   

3.     ფინეთი      7     2     3     2     5:6    9    

4.     საქართველო 7     1     2     4     3:8    5    

5.     ბელარუსი   8     1     1     6     7:16   4     

0.203795