თუ სად შედგება 2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, 8 სექტემბერს გაირკვევა, როდესაც მადრიდში ფიბას-ევროპას სპეციალური კომისიის სხდომა შედგება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ტურნირის უკრაინაში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსეთთან ომის გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა, ახლა კი, კანდიდატი რვაა: ხორვატია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი,
გამორიცხული არაა, ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის გამართვის უფლება ერთბაშად რამდენიმე ქვეყანას ანდოს. მოიზრება ის ვარიანტიც, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩები ერთ ქვეყანაში შედგეს, პლეი-ოფები კი – მეორეში.
მომავალი სხდომის შედეგები სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გაცხადდება, რომელიც ხვალ თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.