25 წლის ესპანელი ჩოგბურთელი გილერმო ოლასო ხუთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. საქმე 2010 წელს მისთვის გაკეთებულ შეთავაზებას ეხება, რომლის მიხედვითაც ოლასოს “ჩაწყობილ” მატჩში მონაწილეობას გარკვეული რაოდენობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ.
Times-ის ჟურნალისტის ცნობით ოლასომ შეხვედრის დათმობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა, შესაბამის ორგანოებს მომხდარის თაობაზე არ აცნობა, რისთვისაც მკაცრი სასჯელი არ ასცდა.
სადღეისოდ ოლასო რეიტინგსიის 236-ე ჩოგანია და მას დისკვალიფიკაციის ვადის 2 წლამდე შემცირება შეუძლია. საამისოდ გილერმოს 25 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.







