სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:30 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუთიოდ წუთიც რომ გაგვეძლო...

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიელ თანატოლებს მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე უგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. აღნიშნული შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეგიდით იმართებოდა და მასში გამარჯვება ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებს ძალიან წაადგებოდათ, თუმცა...

პეისლიში “სენტ მირენ პარკზე” გამართულ მატჩში ანგარიში გიორგი ჭანტურიამ 35-ე წუთზე გახსნა, მასპინძლებმა კი საპასუხო გოლი 84-ეზე შეაგდეს. თავი შეცვლაზე შესულმა კალუმ პატერსონმა გამოიჩინა.

სამწუხაროდ, თამაშისთვის თვალის მიდევნების საშუალება არ გვქონია, უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდზე გამართული ტექსტური რეპორტაჟის მიხედვით კი, გამარჯვებასთან უფრო ახლოს ქართველები იყვნენ.

სტუმრებმა კარის მიმართულებით 15-ჯერ დაარტყეს და აქედან კარში ბურთი 7-ჯერ წავიდა, შოტლანდიელების ანალოგიური მაჩვენებლები კი, შესაბამისად, 9 და 5 გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ მეტოქეებმა 6-6 კუთხური მოაწოდეს.

ევროპირველობის მე-3 შესარჩევ ჯგუფში, ეს ქართველი 21-წლამდელების პირველი ყაიმი გახლდათ. შედეგად, ჩივაძის გუნდმა 5 მატჩში 7 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება. პირველ-მეორე პოზიციებს ჰოლანდია და სლოვაკეთი ინარჩუნებენ, რომელთაც სენეცში 2:2 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებს ციკლში კიდევ 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 18 ნოემბერს ქართველები გორში სლოვაკეთს ეთამაშებიან, მომავალი წლის 5 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებენ, 4 სექტემბერს კი ჰოლანდიას ეწვევიან.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატის მიხედვით, ნაკრებები ათ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლებას კი ჯგუფების გამარჯვებულნი და ოთხიც საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 21-წლამდელთა შორის. მე-3 ჯგუფი. “სენტ მირენ პარკი” (პეისლი), შოტლანდია

შოტლანდია – საქართველო 1:1 (0:1)

შოტლანდია: არჩერი, მაკგი, ფინდლი, რობერტსონი, ჯეკი, მაკგაფი (მაკლინი, 57), გაულდი, მაკგრეგორი (პატერსონი, 69), არმსტრონგი (კაპ.), მაკლეოდი, მეი.

მწვრთნელი: ბილი სტარკი.

საქართველო: ნადირაძე, კვერკველია, უბილავა, კობახიძე, ჯიღაური, ყაზაიშვილი (კირკიტაძე, 67), პარუნაშვილი, ანანიძე, პაპავა, კვეკვესკირი (კაპ.), ჭანტურია (ქვილითაია, 85).

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

გოლი: ჭანტურია (35), პატერსონი (84).

გაფრთხილება: ყაზაიშვილი (34), ჯიღაური (52), ჯეკი (79). 

მსაჯი: ალან ბიერი (შვეიცარია).

 

სლოვაკეთი – ჰოლანდია 2:2 (1:0)

ზრელაკი (37), მალეცი (76) – კასტაინოსი (52), ტრინდადე დე ვილიენა (66 პენ.).

1.    ჰოლანდია      4     3     1     0     13:2     10
2.    სლოვაკეთი      5     3     1     1     14:5     10
3.    საქართველო      5     2     1     2     6:9      7
4.    შოტლანდია      5     2     1     2     7:8      7
5.    ლუქსემბურგი      5     0     0     5     1:17      0

 

2013

18 ნოემბერი

საქართველო - სლოვაკეთი

2014

5 მარტი

საქართველო - ლუქსემბურგი

28 მაისი

შოტლანდია - ჰოლანდია

3 ივნისი

ჰოლანდია - ლუქსემბურგი

4 სექტემბერი

ჰოლანდია - საქართველო

სლოვაკეთი - შოტლანდია

8 სექტემბერი

ლუქსემბურგი - შოტლანდია

ჰოლანდია - სლოვაკეთი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115837