სხვა

12:37 | 15.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი კარატისტის ხუთი მედალი

10-14 მარტს, ისრაელის ქალაქ ეილათში, გაიმართა IV საერთაშორისო თამაშები არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში, სადაც სპორტის ოცდაორ სახეობაში 10 ქვეყნის ათასზე მეტი ათლეტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. საქართველო წარდგენილი იყო მხოლოდ კარატეთი, კერძოდ, 5 სპორტსმენით, რომლებმაც 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
 ოქროს მედლები ნიკა მამაგულაშვილმა (14-15 წ. +63 კგ.), გიორგი ჯიქიამ (16-17 წ. -68 კგ.) და ჰენრი ვეკუამ (+18 წ. -68 კგ.) მოიპოვეს, ვერცხლს კი შოთა გორელაშვილი (16-17 წ. -68 კგ.) და დავით ტყებუჩავა (+18 წ. -60კგ) დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის მხარდაჭერით მოხერხდა, საქართველოს საბრძოლო სახეობათა კონფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას ოფიციალური შეხვედრები ისრაელის სპორტის მინისტრთან და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარესთან, ვენეციის სპორტის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და არაოლიმპიური სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტთან.
მიღწეულ იქნა შეთანხმება რამდენიმე საკითხზე. კერძოდ, მომზადდება საქართველოსა და ისრაელის სპორტის მინისტრების შეხვედრა, რათა ხელი შეეწყოს დაინტერესებული სპორტის სახეობების ფედერაციების ერთმანეთში ურთიერთთანამშრომლობას.
ვინგეტის ინსტიტუტმა მზადყოფნა გამოთქვა საბრძოლო ხელოვნებათა ქართველი სპეციალისტების მომზადებაში, ამასთან, ანალოგიური თამაშების ჩატარება მომავალ წელს საქართველოშიც დაიგეგმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089794