ჭადრაკი

17:14 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუთეულის ვინაობა გაირკვა

დასრულდა საქართველოს 71-ე ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგა, რი შემდეგაც იმ 5 მოჭადრაკის ვინაობა გაირკვა, ვინც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული სოფიო გვეტაძე (2313) გახდა, რომელმაც დასკვნით ტურში მარიამ ჭოლაძეს (1909) სძლია და 7.5 ქულა მოაგროვა. სოფიო ნიკოლაძე (2174) მირანდა მიქაძეს (2276) დაუზავდა და 7.0 ქულით მე-2 პოზიცია დაიკავა.

ხუთეულში დაიბევეს ადგილები ანა კუჭავამ (2174), ინგა ხურცილავამ (2276) და ნანი უნაფქოშვილმაც (2061), რომელთაც 6-6 ქულა მოაგროვეს. ასეთივე მონაგარი ჰქონდა ალექსანდრა ვახანიას (2187), თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით იგი მე-6 საფეხურზე აღმოჩნდა.

0.116368