სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:20 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხურცილავა და მიქაბერიძე “დინამოში” ჩაირიცხნენ

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოში” კიდევ ორი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

“დინამოს” ვებგვერდის ცნობით, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში კარიერას, შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე და მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა გააგრძელებენ. განვლილი სეზონი, პირველმა მათგანმა რუსთავის “მეტალურგში” დაასრულა, ხოლო მეორემ – თბილისის “ვიტ ჯორჯიაში”.

კლუბის ახალწვეულებმა “დინამოს” ვებგვერდისთვის შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

გიორგი მიქაბერიძე: “დინამო” ბრენდია. ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია დინამოში თამაში და ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი. ვიმედოვნებ, გუნდის ხელმძღვანელობის იმედების და ნდობის გამართლებას შევძლებ”.

დავით ხურცილავა: “მოხარული ვარ, რომ “დინამომ” ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა და მოვხვდი გუნდში. რაც იქნება ჩემზე დამოკიდებული, შევეცდები მაქსიმუმი გვაკეთო, რათა კლუბს წარმატებები მოვუტანო”.

ფოტო fcdinamo.ge 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116837