ფეხბურთი

18:17 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუმარაშვილმა “დაუგავას” მიაშურა

თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი მცველი, გიორგი ხუმარაშვილი კარიერას ლატვიის ვირსლიგის დაუგავპილსის “დაუგავაში” გააგრძელებს.

შარშან ხუმარაშვილი “ილუკსტესში” თამაშობდა, რომლის რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. თუმცა, გუნდის ვირსლიგიდან გავარდნის მერე, “დაუგავას” მიაშურა. მან ახალ გუნდში უკვე ითამაშა ლატვიის “ზამთრის თასზე” “იელგავასთან” მოგებულ (2:1) მატჩში. “დაუგავაში” სასტარტოში ასევე ბიძინა ცინცაძეც იყო, რომელიც გუნდში შარშან გამოდიოდა. “იელგავაში” მოედანზე პირველი წუთიდან გიორგი დიაკვნიშვილი იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127416