ფეხბურთი

12:48 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია რუსული ტურის სიმბოლურშია

რუსულმა Onedivision-მა პირველი დივიზიონის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში აკაკი ხუბუტია შეიყვანა. “მორდოვიას” 28 წლის მცველმა “ხიმიკთან” გასვლაზე 90 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი 1:0 იმარჯვა.

“სარანსკელთა დაცვა მშვენივრად გამოიყურებოდა, ხოლო ლიდერად აკაკი ხუბუტია მოგვევლინა. ქართველმა აბსოლუტურად ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ერთხელ მეტოქის კარსაც შეუტია და გოლის გატანა შეეძლო. ხუბუტიამ გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა გამართებული ჯარიმა იყო, რადგან მეტოქე სახიფათო შეტევას ანხორციელებდა” – წერს საიტი.

ხუბუტიას “მორდოვია” დიდი უპირატესობით ლიდერობს პირველ დივიზიონს და ფაქტობრივად, გადასულია პრემიერლიგაში.

0.104198