ფეხბურთი

13:58 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუანდე რამოსმა პორტუგალიაში მხოლოდ კანკავა წაიყვანა

 

სანდრო კობახიძე დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, სტუმრად “პაკუშ ფერეირასთან” ჩასატარებელ მატჩში დააკლდება.

საფეხბურთო კლუბ “დნიპროს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უკრაინელები პორტუგალიაში ოთხშაბათ დილას გაფრინდნენ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად დნეპროპეტროვსკში კობახიძეც დატოვა.

ქართველ ნახევარმცველს ტრავმა არ აწუხებს, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც მას დიდად არ წყალობს, კობახიძის პორტუგალიაში წაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

რაც შეეხება ჯაბა კანკავას, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი “დნიპროსთან” ერთად გაემგზავრა.

0.115255