ფეხბურთი

18:39 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუანდე რამოსმა “დნიპროსთან” კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, რომელშიც ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე კობახიძე ირიცხებიან, მთავარი მწვთნელის გარეშე დარჩა.

“დნიპროს” ვებგვერდის ინფორმაციით, ხუანდე რამოსმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ესპანელ სპეციალისტსა და მის ოჯახს უკრაინაში ცხოვრება აღარ სურთ.

რამოსი დნეპროპეტროვსკელებს ოთხი წელი წვრთნიდა და განვლილ სეზონში გუნდს ვერცხლის მედლები მოაგებინა.

0.170083