ჩოგბურთი

20:38 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მონაკომ ბერნარდ ტომიჩი გაანადგურა

 

მსოფლიო რეიტინგის მე-12-ე ჩოგანი ხუან მონაკო ბარსელონაში, გრუნტის კორტებზე მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მესამე წრეში გავიდა. მან მეორე რაუნდში ძალზედ იოლად მოახერხა ახალგაზრდა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგობის გადალახვა 6:0, 6:2.

მონაკომ მეტოქის ჩაწოდებაზე ხუთივე ბრეიკპოინტი გამოიყენა, საკუთარი მოწოდება კი არცერთხელ დაუთმია.  ხუანის ანგარიშზე ასევე გახლდათ 1 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა, ხოლო ბერნარდმა 2 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირების პირველი მატჩი სულ რაღაც 48 წუთს გაგრძელდა.

ტურნირის მესამე წრეში მონაკო ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ ასპარეზობას იტალიელი პაულო ლორენცი გამოთიშა.

0.116049