ჩოგბურთი

21:35 | 2.04.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ხუან მარტინ დელ პოტრომ, მონტე კარლოს ტურნირზე “ველური ბარათი” მიიღო

24 წლის არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, მონტე-კარლოს საჩოგბურთო ტურნირის ხელმძღვანელებისაგან “ველური ბარათი” მიიღო, რისი წყალობითაც, შეჯიბრებას ძირითადი ბადიდან დაიწყებს, - იტყობინება Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, დელ პოტრო არ აპირებდა მონტე-კარლოში თამაშს, რომელიც სტარტს 13 აპრილს აიღებს და მისი ხანგრძლივობა 1 კვირას გასტანს.

2012 წელს, ტურნირის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ძალზე იოლად, 2 სეტში დაამარცხა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი - 6:3, 6:1.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063429