სხვა

17:39 | 21.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხუან ანტონიო სამარანჩი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში, ბარსელონაში გარდაიცვალა ხუან ანტონიო სამარანჩი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი 20 აპრილს, ბარსელონას საავადმყოფოში, გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს.
ბოლო წლებში, სამარანჩს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არაერთხელ შეექმნა. შარშან ოქტომბერში, ის გულის შეტევის გამო მონაკოს საავადმყოფოში იწვა.
ხუან ანტონიო სამარანჩი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 1980-2001 წლებში ხელმძღვანელობდა. მასზე დიდხანს ამ პოსტზე მხოლოდ ფრანგმა პიერ დე კუბერტენმა იმუშავა. პრეზიდენტობისას სამარანჩს უამრავი სკანდალის განეიტრალება მოუხდა. ესპანელის თავკაცობას დაემთხვა ოლიმპიური თამაშების ბოიკოტები, სამსაჯო და დოპინგ-სკანდალები, სპორტის კომერციალიზაცია და ოლიმპიადაზე პროფესიონალი სპორტსმენების დაშვება-არდაშვების საკითხი.
პოსტიდან წასვლის შემდეგ ანტონიო სამარანჩი სიცოცხლის ბოლომდე სოკ-ის საპატიო პრეზიდენტი იყო. საყვარელ საქმეს ბოლომდე არც ჩამოსცილებია და 2012 და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მადრიდში ჩატარების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა ორჯერვე უშედეგოდ. მადრიდს ჯერ ლონდონმა აჯობა, შემდეგ რიო დე ჟანეირომ.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091309