ფეხბურთი

21:53 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხრისტო სტოიჩკოვი: "ბარსელონა" ტალანტების გაყიდვას უნდა შეეშვას"

 

"ბარსელონას" ყოფილმა ვარსკვლავმა, ბულგარელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კატალონიელთა მწვრთნელი ხერარდო მარტინო დაიცვა. მან განაცხადა, რომ "ბარსას" ცუდ თამაშში, მარტინო ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე.

"ახლა ადვილია ყველაფრის მარტინოზე გადაბრალება. ის თავის საქმეს აკეთებს და გუნდს ამზადებს, მთავარი პრობლემები კი გასახდელიდან იწყება. "ბარსას" ორი-სამი ახალი ფეხბურთელი სჭირდება და კიდევ, რაც მთავარია, თავისი აკადემიის გაზრდილების სხვა კლუბებში გაყიდვას უნდა შეეშვას. ეს ტალანტები სხვა გუნდებში ვარსკვლავები ხდებიან და მაგალითად ტიაგო ალკანტარას მოყვანაც კმარა. "ბარსას" სპორტულ დირექტორ ენდონი სუბისარეტას გაკრიტიკება არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ ახერხებს საჭირო ფეხბურთელების შეძენას. ადრე ასე არ ხდებოდა" – განაცხადა 1992 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114624