ქალთა გრან-პრის სერიის III ტურნირის მე-9 ტური უაღრესად წარმატებული გამოდგა ბელა ხოტენაშვილისთვის (2514). ქართველი მოჭადრაკე ერთპიროვნულ ლიდერ ჰამპი კონერუს (2607) დაუპირისპირდა და პირველი მარცხი აგემა. თეთრი ფიგურებით ხოტენაშვილი თამაშობდა და მეტოქეს დანებება მე-60 სვლაზე აიძულა.
შედეგად, ბელამ თავი 5.5 ქულას მოუყარა და ვინაიდან მისმა კონკურენტებმაც წაიფორხილეს, მე-4 ადგილიდან პირდაპირ მეორეზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, ქართველი მოჭადრაკის დარი მონაგარი შერჩათ ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი, 2475) და კატერინა ლაჰნოს (უკრაინა, 2532), რომელთაც ბელა დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის. გასულ ტურში დრონავალიმ თეთრი ფიგურებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან (2495) წააგო, ლაჰნო კი შავებით ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2579) დამარცხდა.
ხოტენაშვილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ტურნირზე 2 პარტია დარჩა ჩასატარებელი და ცხადია, მათ შედეგებს უდიდესი მნიშვნელოვანი ენიჭება. ქართველ მოჭადრაკეს კონერუს დაწევა, რომელსაც ქულით ჩამორჩება, ძალიან გაუჭირდება, მე-2 პოზიციის შენარჩუნება კი ნამდვილად კარგი მაჩვენებელი იქნება.
დღეს ქართველი მოჭადრაკე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ლაჰნოს შავი ფიგურებით ეთამაშება, ხოლო დასკვნით ტურში ხოტენაშვილი თეთრებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2496) დაუპირისპირდება. მომდევნო ტურში კონერუ ყაზახ გულისხან ნახბაიევას (2307) გაეჯიბრება, ხოლო დრონავალი – უზბეკ ნაფისა მუმინოვას (2293).
შეგახსენებთ, რომ გრან-პრის სერიის გათამაშება 6 ეტაპად ტარდება და მასში მსოფლიოს 18 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი 4 ეტაპზე გამოვა და ყოველი ადგილი შესაბამისი ფულადი პრიზით და ქულით აღინიშნება.
გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ანა მუზიჩუკი (
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრავო ბელა...'' kataulvashas''ეტყობა გული გაუსკდა....ღმერთო აღირსე ქართულ ჭადრაკს "მზე"....ბელას წარმატებები,ყოჩაღი გოგო ხარ, დღევანდელი დღე ამის დასტურია...უფალი შეგეწიოს..
ფრე შავებით ლაჰნოსთან( 2532)
მიდი ბელა
ყოველშემთხვევაში ეს კონერუ საერთო ჩათვლაში ვერ უნდა დაგეწიოს,კარგი იქნება ორივე პარტია თუ წარმატებით განვლე!ძალების მობილიზირებას გისურვებ,რაც წარატებას მოგიტანს!