ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, ექვსი ტურის თავზე შვიდი ლიდერი გამოიკვეთა, რომელთა შორის ორი ქართველიცაა. ბელა ხოტენაშვილმა (2470) და ლელა ჯავახიშვილმა (2454) 5-5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მეოთხე და მეექვსე ადგილებზე იმყოფებიან.
მე-6 ტურში ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით წინა დღის გმირი ნაზი პაიკიძე (2408) დაამარცხა, ჯავახიშვილმა კი შავებითვე სომეხ ლილიტ გალოიანს (2377) სძლია. ქართველთა გარდა, ლიდერებში ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (2504), უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2530), ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2506), შვედი პია კრამლინგი (2468) და რუსი მარინა რომანკო (2387) იმყოფებიან.
ცნობისთვის, ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, ჩმილიტემ სტეფანოვასთან წაიფორხილა, ლაჰნომ ნინო ხურციძეს (2436) სძლია, კრამლინგმა რუსი ანასტასია ბოდნარუკი (2419) დაამარცხა, რომანკომ კი – უკრაინელი ანა უშენინა (2468).
ლიდერებს ნახევარი ქულით ხუთი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ქართველები არ არიან, სამაგიეროდ ოთხქულიანთა ჯგუფში ერთბაშად ხუთი ქართველი მოჭადრაკეა. მათ შორის მასპინძელთაგან საუკეთესო რეიტინგის მქონე ნანა ძაგნიძეცაა (2557), რომელმაც ექვს ტურში მეოთხე ყაიმი ავსტრიელ ევა მოსერთან (2245) დააფიქსირა.
მეშვიდე ტურში ცენტრალურად ლაჰნო-კრამლინგის, ხოტენაშვილი-სტეფანოვას, ჩმილიტე-რომანკოსა და ჯავახიშვილი-ტატიანა კოსინცევას პარტები მიიჩნევა. ინტერესს იწვევს ნანა ძაგნიძისა და ნაზი პაიკიძის დაპირისპირებაც.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და თვრამეტ მაისს დასრულდება, დასვენების დღედ კი, 14 მაისია გამოცხადებული. საპრიზო ფონდიდან ჩემპიონი 20 ათას ევროს მიიღებს, მეორეზე გასული – 15 ათასს, მესამეადგილოსანი კი – 10 ათასს.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. თბილისი (საქართველო). 7-18 მაისი
მე-6 ტური
ნინო ხურციძე (2436) – კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2504) 0:1
ნაზი პაიკიძე (2408) – ბელა ხოტენაშვილი (2470) 0:1
ლილიტ გალოიანი (სომხეთი, 2377) – ლელა ჯავახიშვილი (2454) 0:1
ევა მოსერი (ავსტრია, 2445) – ნანა ძაგნიძე (2557) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2537) – სოფიკო ხუხაშვილი (2421) 1:0
მაკა ფურცელაძე (2352) – ელინა დანიელიანი (2506) 0:1
სოფიო გვეტაძე (2330) – სალომე მელია (2444) 0:1
ინგა ხურცილავა (2286) – ნინო ბაციაშვილი (2399) 0.5:0.5
კატერინა ნემცოვა (2294) – ინგა ჭარხალაშვილი (2373) 0.5:0.5
ლაურა როგულე (ლატვია, 2362) – ნინო მელაშვილი (2104) 1:0
მირანდა მიქაძე (2351) – მიჰაელა-ვერონიკა ფოისორი (2220) 1:0
მაია ლომინეიშვილი (2376) – ელენა სემიონოვა (რუსეთი, 2188) 1:0
იულია კოჩეტკოვა (სლოვაკეთი, 2341) – ალექსანდრა ვახანია (2189) 1:0
ანა გავაშელი (2160) – ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 2322) 1:0
მერი ჟორჟოლიანი (2136) – გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი, 2312) 0.5:0.5
ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი, 2105) – სოფიკო გურამიშვილი (2299) 0:1
ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2103) – ნათია ჯანჯღავა (2291) 0:1
ანაჰიტ ხარატიანი (სომხეთი, 2078) – ქეთი წაწალაშვილი (2280) 0:1
ანა კუჭავა (1973) – მერი არაბიძე (2277) 0:1
სოფიკო ტერელაძე (2177) – იოვანკა ჰოუსკა (ინგლისი, 2429) 1:0
სანდუგაჩ შაიდულინა (რუსეთი, 2160) – სოფიო ნიკოლაძე (2278) 1:0
მაია მუმლაძე (1517) – ტერეზა ოლსაროვა (ჩეხეთი, 2234) 0:1
თამარ ხმიადაშვილი (2204) – სოფია ედესი (სლოვაკეთი, 2043) 0:1
ფატმან რიჟამაძე (2052) – ნელი აგინიანი (სომხეთი, 2284) 0:1
ნანი უნაფქოშვილი (1970) – ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი, 2230) 0.5:0.5
ტურან ასგაროვა (აზერბაიჯანი, 1957) – სალომე ხაჟომია (2152) 0:1
მარია იკონომოპოულუ (საბერძნეთი, 2121) – დეა გოგიშვილი (1856) 0.5:0.5
მარიამ ჭოლაძე (1818) – იულია ნოვკოვიჩი (ავსტრია, 2120) 1:0
მადონა ბოკუჩავა (2115) – ადა ქაქუთია (1727) 1:0
ლიზი ტრაპაიძე (1744) – კატარინა სკრაბაკოვა (სლოვაკეთი, 2071) 0:1
ანა თედოშვილი (1469) – ნათია ჯალაბაძე (2052) 0:1
ნინო ხომერიკი (1832) – ლიკა კობეშავიძე (1988) 1:0
ნატო იმნაძე (1962) – სირანუშ გუკასიანი (სომხეთი, 1766) 0.5:0.5
ანა შამათავა (1917) – მარიამ ჯავახიშვილი (1491) 1:0
ნინო გუმბერიძე (1664) – ლია მარტიროსიანი (2093) 0:1
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩმილიტე (ლიტვა, 2504) – 5.0; 2. ლაჰნო (უკრაინა, 2530) – 5.0; 3. სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – 5.0; 4. ხოტენაშვილი (2470) – 5.0; 5. კრამლინგი (შვედეთი, 2468) – 5.0; 6. ჯავახიშვილი (2454) – 5.0; 7. რომანკო (რუსეთი, 2387) – 5.0; 8. დანიელიანი (სომხეთი, 2506) – 4.5; 9. ტ.კოსინცევა (რუსეთი, 4.5); 10. მუზიჩუკი (სლოცენია, 2537) – 4.5; 11. ჰოანგი (უნგრეთი, 2456) – 4.5; 12. კოსტენიუკი (რუსეთი, 2522) – 4.5;
...15. პაიკიძე (2408) – 4.0; 16. ხურციძე (2436) – 4.0; 17. ძაგნიძე (2557) – 4.0; 28. მელია (2444) – 4.0; 29. მიქაძე (2351) – 4.0; 32. ფურცელაძე (2352) – 3.5; 36. ხუხაშვილი (2421) – 3.5; 38. ბაციაშვილი (2399) – 3.5; 39. ხურცილავა (2286) – 3.5; 41. გურამიშვილი (2299) – 3.5; 43. არაბიძე (2277) – 3.5; 45. წაწალაშვილი (2280) – 3.5; 47. ჭარხალაშვილი (2373) – 3.5; 50. გავაშელი (2160) – 3.5; 51. ლომინეიშვილი (2376) – 3.5; 56. ჯანჯღავა (2291) – 3.5; 60. მელაშვილი (2104) – 3.0; 62. გვეტაძე (2330) – 3.0; 63. ტერელაძე (2177) – 3.0; 76. ჟორჟოლიანი (2136) – 3.0; 80. ვახანია (2189) – 2.5; 92. ჭოლაძე (1818) – 2.5; 94. კუჭავა (1973) – 2.5; 95. ბოკუჩავა (2115) – 2.5; 98. ხაჟომია (2152) – 2.5; 99. ჯალაბაძე (2052) – 2.5; 102. უნაფქოშვილი (1970) – 2.0; 106. გოგიშვილი (1856) – 2.0; 107. ნიკოლაძე (2278) – 2.0; 109. შამათავა (1917) – 2.0; 112. ხმიადაშვილი (2204) – 2.0; 113. მუმლაძე (1517) – 2.0; 114. ხომერიკი (1832) – 2.0; 115. რიჟამაძე (2052) – 1.5; 118. ქაქუთია (1727) – 1.5; 119. იმნაძე (1962) – 1.5; 123. ტრაპაიძე (1744) – 1.5; 125. თედოშვილი (1469) – 1.5; 126. ჯავახიშვილი (1491) – 1.0; 127. კობეშავიძე (1988) – 1.0; 128. ჯალაღონია (1562) – 1.0; 129. გუმბერიძე (1664) – 0.5;







