ფეხბურთი

17:56 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: “რიბერის პრობლემები თავშია და არა ფეხებში”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ხაზი გაუსვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” პირველ მატჩში ფრანკ რიბერის არცთუ შთამბეჭდავი თამაში, არა ჯანმრთელობის პრობლემებით, არამედ, ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული. ესპანელი სპეციალისტის თქმით, თებერვალში გადატანილი ოპერაცია, ფრანგის ფიზიკურ მდგომარეობაზე არ მოქმედებს.

“მიზეზი თავშია და არა ფეხებში. ოპერაცია უკვე დავიწყებულია. მისთვის მნიშვნელოვანია, თავისი რიტმი იპოვნოს. ფრანკს მხარს ვუჭერ და ყოველ დღე ვესაუბრები. როდესაც ის საუკეთესო სათამაშო ფორმაში არაა, გუნდისთვის ბოლომდე დახარჯვას მაინც ცდილობს. დარწმუნებული ვარ, “რეალთან” საპასუხო შეხვედრაში მწყობრში იქნება”, – ციტირებს გვარდიოლას გერმანული გამოცემა Bild-ი.

0.118445