ფეხბურთი

13:54 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ გვარდიოლა: “ჩემი გუნდით მართლაც ვამაყობ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ იუნატედთან” მიუნხენში გამარჯვების (3:1) შემდეგ, “ბაიერნის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ თავისი მოთამაშეებით ამაყობს.

“ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალი ყოველთვის რთული გამოცდაა და გამონაკლისი არც განვლილი დაპირისპირება იყო. ეს მატჩი მანჩესტერში ჩატარებულ პირველ შეხვედრას ძალიან ჰგავდა. არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ მეორე ტაიმი საუცხოოდ ჩაატარეს. ჩვენ ვცდილობდით სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი გვეთამაა, ხოლო თომას მიულერს გადაადგილების სრული თავისუფლება მივეცით.

ინგლისურ კლუბთან თამაში იოლი არასოდესაა. ბრიტანელები ტრადიციულად ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებენ, ბევრ თავისულ სივრცეს არ გაძლევენ და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ. პატრის ევრამ მართლაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ მაშინვე ღირსეული პასუხი გავეცით. ჩემი გუნდით მართლაც ვამაყობ.

ხშირად ბევრი საუბრობს, რომ ბუნდესლიგის მოგება და სტაბილურად ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, ეს ასე არააა. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და გამარჯვებისთვის ბევრი ოფლი დაღვარეს. მათ 1/2-ფინალში გასვლა დაიმსახურეს” – იუწყება უეფას ვებგვერდი გვარდიოლას ნათქვამს.

0.122004