როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საქართველოს ჭაბუკ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ხორვატიასთან გამანადგურებელი მარცხით დაასრულა.
გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე ტურნირის მე-3 სათამაშო დღეს რევაზ ჩომახიძისა და ნოდარ ჩხარტიშვილის შეგირდები უმწეოდ გამოყურებოდნენ და ხორვატებთან მატჩის საწყისი სამი პერიოდი უგოლოდ განვლეს, საბოლოოდ კი, 2:24 დამარცხდნენ.
ქართველმა წყალბურთელებმა სამივე მატჩი კი წააგეს, თუმცა, ევროპირველობის ფორმატიდან გამომდინარე, ბრძოლას მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.
12 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები D ჯგუფის მეორეადგილოსანსა და B ჯგუფის მესამეადგილოსანს (სავარაუდოდ, თურქეთი და საფრანგეთი) შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
1-ლი ტური
ხორვატია – თურქეთი 15:7 (2:2, 4:1, 6:2, 3:2)
გერმანია – საქართველო 11:7 (6:1, 2:1, 1:1, 2:4)
საქართველო – თურქეთი 2:11 (0:3, 1:4, 0:3, 1:1)
ხორვატია – გერმანია 17:5 (3:1, 1:1, 7:1, 6:2)
ხორვატია – საქართველო 24:2 (6:0, 4:0, 5:0, 9:2)
გერმანია – თურქეთი 7:12 (1:5, 3:2, 2:4, 1:1)
1. ხორვატია 3 3 0 0 56:14 9
2. თურქეთი 3 2 0 1 30:24 6
3. გერმანია 3 1 0 2 23:36 3
4. საქართველო 3 0 0 3 11:46 0







