კალათბურთი

17:34 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია უდანაკარგოა

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

იასმინ რეპეშას შეგირდებმა საწყის მატჩში აუტსაიდერად მიჩნეულ ფილიპინებთან მხოლოდ ოვერტაიმში იმარჯვეს, გაცილებით ძლიერ არგენტინასთან კი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და 90:85 მოიგეს.

სევილიურ თამაშში ხორვატები ჩინებული გუნდური ასპარეზობით გამოირჩნენ. მათი მხრიდან 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ყუბანის ლოკომოტივის მცველი კრუნოსლავ სიმონი იყო 18 ქულით.

არგენტინელთა რიგებში შეუდარებელი იყო “ინდიანა პეისერზის” მძიმე ფორვარდი ლუის სკოლა, თუმცა, მისი 30 ქულა და 9 მოხსნა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. B ჯგუფი. სევილია

არგენტინა – ხორვატია 85:90 (20:28, 24:18, 19:29, 22:15)

0.122008