კალათბურთი

14:25 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია საშინელ ფორმაშია

მორიგი საკონტროლო მატჩები გამართებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებმა და მათ შორის, C ჯგუფის წარმომადგენლებმაც, სადაც საქართველო ითამაშებს.

კიდევ ერთი ამხანაგური ტურნირი მოიგო სლოვენიამ, რომელმაც ქალაქ კოპერში ჩერნოგორიას და იტალიას უმასპინძლა.

გუშინ სლოვენიელებმა იტალიას სძლიეს და 3-გუნდა ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. იტალიელებმა მასპინძლებს 3 პერიოდი მოუგეს, თუმცა მეორე მეოთხედში სლოვენიამ ისეთი სხვაობით იმარჯვა, რომ მთელი მატჩის მოგებას გასწვდა.

საწყისი ათწუთეულის 19:23 წაგების შემდეგ, ბოჟიდარ მალკოვიჩის გაწვრთნილმა სლოვენიელებმა მორიგ პერიოდში აპენინელებს 32:13 აჯობეს და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს – 92:84.

“როცა დაცვაში კარგად ვთამაშობდით, იტალიელებს თავიანთი კომბინაციების გათამაშება უჭირდათ, – აღნიშნა ნამატჩევს მალკოვიჩმა, – მიზანიც ესაა, რომ 40 წუთის განმავლობაში დაცვაში მობილიზებულები ვიყოთ. იტალიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ისინი, როგორც ჩვენ, სექტემბრისთვის ვემზადებით. მალე ნამდვილი თამაშები დაიწყება და აქამდე რაც მოვიგეთ, მნიშვნელობა დაეკარგება. მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიოთ წარმატებებს“.

მორიგი დიდსხვაობიანი მარცხი იწვნია ხორვატიამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატს საშინელ ფორმაში ხვდება. სტამბოლში მიმდინარე ტურნირის ფარგლებში ხორვატები მასპინძლებთან 52:81 განადგურდნენ. ხორვატთმა ერთ-ერთმა მთავარმა იმედმა ბოიან ბოგდანოვიჩმა მოედანი 1 ქულით დატოვა, ხოლო ნატურალიზებულმა დონტაი დრაპერმა სულაც ქულა ვერ მოიხვეჭა. აღსანიშნავია, რომ ხორვატები გუშინწინ სერბეთთან 71:88 დამარცხდნენ, ხოლო დღეს ბელგიას ხვდებიან.

პოლონეთმა შინაურ კედლებში დიდ ბრიტანეთს დიდი სხვაობით მოუგო – 85:66. ნატურალიზებულმა ტომას კელატიმ 18 ქულა მიითვალა, მარცინ გორტატმა – 14, მაციე ლამპემ კი – 8. დღეს, პოლონელები ლუბლინში შვედებს უმასპინძლებენ.

 

თურქეთი – ხორვატია 81:52 (17:13, 18:18, 25:10, 21:11)

ხორვატია: ტომიჩი (10), ანდრიჩი (2), დრაპერი, ბოგდანოვიჩი (1), რუდეჟი, ტომაში (10), უკიჩი (10), სიმონი (5), მ. დელასი (5), ა. დელასი (3), ზორიჩი (6).

 

პოლონეთი – დიდი ბრიტანეთი 85:66 (24:12, 28:14, 21:18, 12:22)

პოლონეთი: კელატი (18), გორტატი (14), ვაჟინსკი (13), ლამპე (8), ხრიშანიუკი (6), ვიშნევსკი (3), ჟუბარგა (3), კოჟარეკი (3), პონიტკა (1), ჩილინსკი, ზამოისკი.

 

სლოვენია - იტალია 92:84 (19:23, 32:13, 23:24, 18:24)

სლოვენია: სლოკარი (8), ლაკოვიჩი (5), იოკსიმოვიჩი, მურიჩი (13), ბლაჟიჩი (3), ნახბარი (19), გ. დრაგიჩი (19ქ, 8პ), დ. ლორბეკი (5), ვიდმარი (12), მორინა, ბალაჟიჩი (8), ზ. დრაგიჩი.

 

ევრობასკეტის მონაწილეთა სხვა მატჩები

ბელგია – სერბეთი 52:79

უკრაინა – შვედეთი 86:74

საბერძნეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 84:90

გერმანია – მაკედონია 67:81

0.11908