ფეხბურთი

13:47 | 17.09.2014 | ნანახია 3094 - ჯერ

ხონას გუტიერესს სიმსივნე აღმოაჩნდა

 

ინგლისური "ნიუკასლის" არგენტინელ ფლანგელ ხონას გუტიერესს სასქესო ორგანოს სიმსივნე აღმოუჩინეს. ამის შესახებ გუტიერესმა ინგლისურ ტელევიზიაში განაცხადა. არგენტინელმა თქვა, რომ სიმსივნის გამო მოუწია კარიერაში პაუზის აღება და ექიმებთან მკურნალობა. ხონასს ქიმიურ თერაპიას ჩაუტარებენ.

31 წლის გუტიერესი 2008 წელს გადავიდა "ნიუკასლში". ამ ხნის განმავლობაში "ადამიანი ობობა" (მისი მეტსახელია)  გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, 177 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გუტიერესმა 2010 წლის მუნდიალზეც ითამაშა.    

ილია კახელიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063606
3094