ჭადრაკი

13:36 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკის აბსოლუტური გამარჯვება!

ბრწყინვალე შედეგით 9-დან 9 ქულა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 16-წლიან გოგონებში ნინო ხომერიკმა. გამარჯვებულმა 2.5 (!) ქულით გაუსწრო ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს: თეა ჭოლაძეს  და ანა თედოშვილს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქულათა სხვაობა ჩემპიონსა და პრიზიორებს შორის ძალიან იშვიათია და პირველადგილოსნის აშკარა უპირატესობაზე მეტყველებს.

ასევე, დამაჯერებლად გაიმარჯვა ანალოგიური ასაკის ჭაბუკთა ასპარეზობაზე გიორგი სიბაშვილმა! ჩემპიონის ანგარიშზე 8 ქულა და ერთქულიანი სხვაობაა მეორე პრიზიორ  ნიკა ღვამბერიასთან. 6-6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს: ნოე თუთისანმა და ვახტანგ ქარელიძემ.

საკუთარი და არ დაინდო დასკვნით ტურში თამარ ესაძემ და 7.5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა 12-წლამდე გოგონათა შეჯიბრში. ჩემპიონმა ბოლო ტურში ქრისტინე ესაძე დაამარცხა, თუმცა წაგების შემთხვევაშიც ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებდა, ხოლო მეტოქეს საპრიზო ადგილზე გასვლის საშუალებას აძლევდა. ამის, მიუხედავად ესაძეებმა სპორტული პრინციპები დაიცვეს, რაც ერთობ მისასალმებელია და მწვრთნელი-მამის (მურმან ესაძის) ღირსეულ სპორტსმენობაზე მიგვითითებს.

6.5 ქულით მეორე ადგილზე მაია ბეჭვაია გავიდა, ხოლო III-IV ადგილები 6 ქულით მარიამ ფართლაძემ (3) და ანასტასია სიდამონიძემ (4) გაიყვეს.

8 ქულა მოაგროვა და დამაჯერებლად იმარჯვა 12-წლიან ბიჭებს შორის ნიკოლოზ პეტრიაშვილმა. 7 ქულით  ვერცხლის მედალს ნიკოლოზ კაჭარავა დაეპატრონა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა დამატებითმა მაჩვენებლებმა გაარკვია. 6.5 ქულით მესამეზე შოთა ხოდაშნელი გავიდა, მეოთხეზე კი – ასევე 6.5 ქულით ლუკა ობოლაძე.

ყველაზე უმცროს 8-წლამდე გოგონათა შორის 8 ქულით ნია დანელიამ იმარჯვა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ეკატერინე ცივაძემ, ხოლო 7 ქულით მესამე ადგილზე  მარიამ ხურციძე  განთავსდა.

8.5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა 8-წლიან ბიჭუნებს შორის თეიმურაზ კვიკვინიამ. აღსანიშნავია, რომ პატარა ჩემპიონი შარშანდელი 7 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.

7 ქულით მეორე ადგილზეა დემეტრე მიქელაძე.  ხოლო III-VI ადგილები 6-6 ქულით ნიკოლოზ გაბრიაძემ, ლუკა  ფირცხალავამ, ჯამბულ სვანიძემ და ჯამბულ სვანიძემ გაინაწილეს.

0.133191