ფეხბურთი

12:34 | 22.08.2014 | ნანახია 1977 - ჯერ

ხოჯავამ აეკ-იდან “ერმისს” მიაშურა

გოჩა ხოჯავამ ლარნაკას აეკ-ი დატოვა და დიდი ალბათობით კარიერას სხვა კვიპროსულ კლუბში – არადიპოუს “ერმისში” გააგრძელებს. ამის შესახებ კვიპროსული ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

29 წლის ქართველი ფეხბურთელი აეკ-ში მიმდინარე ზაფხულში ჩაირიცხა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ბოლო პერიოდში კვიპროსული პრესა მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე იუწყებოდა. საბოლოოდ, ხოჯავამ ლარნაკელებთან კონტრაქტი გაწყვიტა და “ერმისში” ითამაშებს.

“ერმისის” მთავარ მწვრთნელს ნიკოს პანაიოტუს ნახევარდაცვის გაძლიერება და ქართველის თავის გუნდში ხილვა სურდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:31 | 07.08.2017
babuna18 (337)

ჭკვიანი კაცი,მაგარ დასვენებას მოიწყობს კარიერის ბოლოს

00:35 | 07.08.2017
ბაგი-რეი (2262)

კარგი სტატისტიკაა

0.065898
1977