გოჩა ხოჯავა ჯერჯერობით უგუნდოდაა და უცნობია კარიერას სად გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონი 28 წლის ნახევარმცველმა ვლადიკავკაზის “ალანიაში” დაიწყო, სადაც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ვლადიკავკაზელებს ზაფხულში გუნიდან წასული ზოგიერთი მოთამაშის ვალი ჰქონდათ და ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლებას არ აძლევდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ “ალანია” რუსეთის პირველ დივიზიონში მეორე ადგილზე იყო, გუნდი უფინანსობის გამო გათამაშებიდან მოიხსნა და მოთამაშეებსაც ახალი კლუბების ძებნა მოუწიათ.
ოთარ მარცვალაძემ “მსოფლიო სპორტს” ხოჯავს შესახებ ამცნო, რომ ეს უკანასკნელი საქართველოშია და ჯერ გუნდი არ მოუძებნია.