ფეხბურთი

17:58 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინი “იუვენტუსთან” ვერ ითამაშებს

ფლორენციის “ფიორენტინას” ესპანელი შემტევი ხოაკინ სანჩესი ევროპის ლიგის 1/8-ფინალში “იუვენტუსთან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

32 წლის ფეხბურთელმა, გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე, ბარძაყის ტრავმა მიიღო და ის ხვალ, ტურინში ვერ ითამაშებს.

ხოაკინი “ფიორენტინაში” გასულ ზაფხულში გადავიდა. მან ფლორენციელთა რიგებში 30 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აქედან 6 თამაში და 2 გოლი ევროპის ლიგაზე მოდის.

0.118459