“მალაგას” ნახევარმცველი ხოაკინ სანჩესი კარიერას სავარაუდოდ იტალიაში გააგრძელებს. ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელის შეძენით “მილანი” და “ფიორენტინა” არიან დაინტერესებულნი. “მალაგა” ორივე კლუბთან მართავს მოლაპარაკებას და ამ ეტაპზე გაცილებით რეალური “ფიორენტინას” ვარიანტი ყოფილა.
შეგახსენებთ, ადრე ხოაკინ სანჩესის შეძენა მოსკოვის “სპარტაკს” სურდა და 31 წლის ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო.