ჭადრაკი

14:01 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხმიადაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის სათავეში რჩება

სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატს კვლავაც ქართველი ლიდერი ჰყავს. ქალთა ტურნირის სათავეში თამარ ხმიადაშვილი (2158) იმყოფება, რომელმაც 6 ტურში 5.0 ქულის მოგროვება მოახერხა.

გასულ ტურში თამარი თეთრი ფიგურებით რუს ტატიანა ბოგუმილს (2074) დაუზავდა და 0.5 ქულით უსწრებს ყაზახ ელენა ანკუდინოვას (2121) და ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს (2312).

გაფრინდაშვილმა ამჯერად თანამემამულე ნინო მელაშვილს (2126) სძლია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი 4.0 ქულით მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.

მე-7 ტურში ცენტრალური ანკუდინოვას და ხმიადაშვილის პარტია იქნება, გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს სვეტლანა მიედნიკოვას (2166) ეთამაშება, მელაშვილი კი თეთრებით ასევე რუს ელენა ფატალიბეკოვას (2252) დაუპირისპირდება.

მამაკაცთა ტურნირში ისევ დაუმარცხებელია ერთადერთი ქართველი მონაწილე სერგო ცომაია (1859), რომელიც რეიტინგიც მხოლოდ 179-ეა, 6 ტურის თავზე კი, 4.0 ქულით მისთვის საპატიო 23-ე პოზიციაზე იმყოფება.

ცომაია თეთრებით შვედ მაგნუს ვოლბომს (2304) დაუზავდა, შემდეგი პარტია კი შავებით ბრაზილიელ ჰერმან ვან რიემსდიკთან (2347) ელის.

0.117807