ფეხბურთი

21:45 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხმაური და ტრაგედია გორის სტადიონზე

გორის “დილამ” საკუთარ “თენგიზ ბურჯანაძეზე” ლანჩხუთის “გურია” დაამარცხა და მინიმუმ პარასკევის მატჩებამდე მესამე ადგილზე დადგა. “გურიამ” კი ბოლო ადგილზე გადაინაცვლა და ჩემპიონატში ერთადერთ გუნდად რჩება, ვისაც ჯერ გოლი არ გაუტანია.

გურულები ახალ სეზონში მართლაც სუსტად გამოიყურებიან და თუ დროულად არ გამოფხიზლდნენ, ალბათ, გავარდნის მთავარი კანდიდატები იქნებიან. გორშიც, ღირებული არაფერი უჩვენებიათ, ხეირიანად კარისკენაც არ დაურტყამთ და მასპინძლები რომ ცოტა ზუსტნი ყოფილიყვნენ, ალბათ ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა (გავიხსენოთ ლანჩხუთელების 0:6 პირველ ტურში “ზესტაფონთან”).

პირველ ტაიმში საინტერსო არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს. ტაიმის დასაწყისშივე გურამ ადამაძემ თავით ხარიხას გაარტყა ბურთი. მალევე ერისთავის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მოდებაძემ შეუცვალა მიმართულება, დარტყმული მიზანს სცდებოდა და ახალკაცმა დაამატა, თუმცა ლანჩხუთელთა ბოლო მცველმა იყოჩაღა და სტუმრები გოლს გადარჩნენ.

მოდებაძე აქტიურობდა, მაგრამ ხშირად მისი დარტყმები უზუსტო იყო. საბოლოოდ ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა. თამაშში აქტიურად ჩაერთო შეცვლაზე შესული ბაჩანა არაბულიც, თუმცა დრო იწურებოდა და გორელები სულ უფრო ნერვიულობდნენ. ნავსი დამთავებამდე 7 წუთით ადრე გატყდა, როცა ნიკა კვეკვესკირმა საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა.

უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა იმავე კვეკვესკირმა მოხდენილი გადაცემით მოდებაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ზუხბაიამ ირაკლი წააქცია და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა დაარტყა ზუსტად.

ბოლოს კი ერთი ეპიზოდის შესახებ, რომელსაც კვლავ ვნებათაღელვა მოჰყვა გორის სტადიონზე. პირველ გოლამდე ცოტა ხნით ადრე, გორელების აზრით, რომან ახალკაცის დარტყმულმა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და მეკარემ უკვე შემდეგ გამოიტანა კარიდან. ამას გორელი ფეხბურთელბის აღშფოთება და მაყურებელეთა ხმაურიც მოჰყვა, თუმცა საბედნიეროდ, ინციდენტამდე საქმე აღარ მისულა.

და ერთი სამწუხარო ამბავიც. მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა “დილას” ლეგენდა - ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, 68 წლის ზავენ ვანიშვილი.

 

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (0:0)

11 სექტემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: შეყრილაძე, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ხურცილავა, ერისთავი (ბერიძე 68), წიქარიძე (არაბული 72), რაზმაძე, კვეკვესკირი, ახალკაცი (სეთურიძე 78), მოდებაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გურია: ზუხბაია, მეგრელიშვილი (კილაძე 86), გოგიაშვილი, ჟვანია, ჭეიშვილი, შალამბერიძე, კოშკაძე, ჯოჯუა (გაბრიჩიძე 66), მიქაბერიძე, კუკულაძე (წილოსანი 68), ლომია

მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია

გოლები: 1:0 კვეკვესკირი (85), 2:0 მოდებაძე (90+1, პენალტით)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

გაფრთხილება: ხურცილავა (45+2), ახალკაცი (61);  მეგრელიშვილი (50), კოშკაძე (61), გოგიაშვილი (77), წილოსანი (81), ზუხბაია (90+2)

 

კოლხეთი (ფოთი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (0:0)

გოლი: შოთა ჯიქია (84) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 გიორგი ქავთარაძე (29), 2:0 გიორგი ჯოხაძე (45), 3:0 ირაკლი სიხარულიძე (52)

 

1. დინამო (თბ)     4  3  0  1  6:5  9
2. მეტალურგი   4  2 2 0 5:1 8
3. დილა 4 2 1 1 4:1 7
4. დინამო (ბთ) 3 2 0 1 3:2 6
5. სპარტაკი 3 2 0 1 2:2 6
6. შუქურა 3 1 2 0 3:2 5
7. ტორპედო 3 1 1 1 4:3 4
8. სიონი 3 1 1 1 3:3 4
9. ჩიხურა 4 1 1 2 3:4 4
10. სამტრედია 3 1 1 1 3:4 4
11. კოლხეთი 4 1 1 2 2:5 4
12. ზესტაფონი 3 1 0 2 9:5 3
13. ვიტ ჯორჯია 3 1 0 2 2:2 3
14. მერანი 3 1 0 2 3:4 3
15. ზუგდიდი 3 0 2 1 2:3 2
16. გურია 4 0 2 2 0:8

2

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.317569