ზურაბ ხიზანიშვილს, ბოლო ერთი თვეა, რაც არ უთამაშია და მიზეზი ტრავმაა. მას საზარდული აწუხებს და როგორც "მსოფლიო სპორტს" უთხრა, 2-3 კვირაში დაიწყებს თამაშს.
"სირბილი ორი დღის წინ დავიწყე. ამ დღეებში ვარჯიშს შევუდგები, შემდეგ კი, თამაშიც შემეძლება".
32 წლის ხიზანიშვილმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება, მიმდინარე სეზონში 2 მატჩის ჩატარება მოასწრო "ქაისერისფორში".