თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-8 ტურში, “ქაისერისფორი” გასვლაზე “ბურსასფორთან” 0:2 დამარცხდა. “ქაისერის” კაპიტანს ზურა ხიზანიშვილს საზარდულის ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და 18-კაციან განაცხადში არ იყო. ხიზანიშვილის გუნდს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 18 გუნდში ბოლოსწინაა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) 24-ე ტურის დასკვნით მატჩში, რიგის “დაუგავამ” საკუთარ მოედანზე “ილუკსტეს” 7:1 მოუგო.
გამარჯვებულებში გიორგი დიაკვნიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ილუკსტეში” სრულად გაისარჯნენ გიორგი ხუმარაშვილი, გიორგი ტუხაშვილი და ჯემალ ჯალიაშვილი. რიგელებს 45 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან. “ილუკსტემ” მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.
სომხეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, “განძასარი”, სადაც შოთა ჯიქია გამოდის, სტუმრად “პიუნიკს” დაუზავდა – 2:2, ხოლო “ულისესმა”, რომელშიც თენგიზ უგრეხელიძე ირჯება, შინ “ბანანცს” 1:0 აჯობა. “განძასარს” 12 ქულა აქვს და 8-გუნდიან პრემიერლიგაში მესამეა, “ულისესი” კი, 6 ქულით მეშვიდეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი, კობა მირზაშვილი, გულის შეტევის, გამო თბილისის ერთერთ კლინიკაში, ამ დღეებში, მოათავსეს. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის 'გურიას" ადმინისტრაციიდან აცნობეს.
გულის შეტევის მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მირზაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ლანჩხუთის "გურიაში" არსებულ ფინანსურ პრობლემებს მოყვა.
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=6443':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=6443'))