ფეხბურთი

18:11 | 31.03.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ხიზანიშვილი ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

 

“ქაისერისფორის” ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ამდენად, მცირეა შანსი იმისა, რომ დღეს თურქულ სუპერლიგაში “ანთალიასფორის” წინააღმდეგ ითამაშოს. ხიზანიშვილმა ბოლოს 2 მარტს ითამაშა და მას შემდეგ ტრავმას იშუშებდა.

“ქაისერისფორი” ბოლო ადგილზეა და იმდენად ცოტა ქულა ჰქონდა, რომ გასავარდნად განწირული ჩანდა. ანატოლიურმა კლუბმა ბოლო 2 მატჩი მოიგო და შანსი გაუჩნდა: ახლა 6 ქულით ჩამორჩება ბოლოდან მეოთხე ადგილზე მყოფ კლუბს.

0.064075