სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:03 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიმენესი ვეღარ ითმენს

მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულმა ხოსე მარია ხიმენესმა ესპანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სადებიუტო მატჩს სულმოუთქმელად ელის. ურუგვაელი მცველი გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას დაჰპირდა.

“ახალმა თანაგუნდელებმა ბრწყინვალედ მიმიღეს და ნდობაც უმალ გამომიცხადეს. მათი თანადგომა ძალიან მეხმარება. ერთი სული მაქვს, როდის მოვა პირველი თამაში. მაქსიმალურად ვეცდები, სწრაფადვე დავმკვიდრდე ძირითად შემადგენლობაში და “ატლეტიკოს” ქომაგების გულიც მოვიგო”, – განაცხადა ხოსე მარია ხიმენესი.


სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117364