ფეხბურთი

15:19 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხილ-ვუდი: “ვენგერი არსად წავა”

 

ლონდონის “არსენალის” პრეზიდენტმა პიტერ ხილ-ვუდმა კატეგორიულად უარყო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებას მართავს და სეზონის დასრულების შემდეგ საფრანგეთში გადაბარგდება.

“ვენგერი მიდის? ეს მტკნარი სიცრუეა. ამ ცნობას სისულელის მეტს ვერაფერს დავარქმევ, რადგან ასი პროცენტით ვიცი, რომ ეს მწვრთნელი “არსენალში” თავს მშვენივრად გრძნობს და სხვა გუნდში კარიერის გაგრძელების არანაირი სურვილი არ აქვს. ჟურნალისტებს მოვუწოდებ, ამ საკითხს მეტი ყურადღებით მოეკიდონ” – უთხრა ლონდონური კლუბის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას.

 

 

0.118315