თბილისის “დინამოს” ახალწვეული, ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი კლუბის ხელმძღვანელობას მასზე არჩევანის შეჩერების გამო ემადლიერება.
“პირველ ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა “დინამოს” ხელმძღვანელობას, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. მეც ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ იმედები გავამართლო და ღირსეულად გამოვიდე “დინამოს” მაისურით. რაც შეეხება გეგმებს, საქართველოს ჩემპიონობა ეს მინიმუმია რაც შეიძლება “დინამომ” დაისახოს და მერე, რა თქმა უნდა, ღირსეული გამოსვლა ევროასპარეზზე. ძალიან მოტივირებული ვარ ამ ყველაფრისთვის და ჩემს კარიერაში “დინამო” ახალი გამოწვევაა. მინდა, რომ “დინამოს” გულშემატკივრის წინაშე ღირსეულად წარვსდგე. როდესაც ახალ გუნდში მიდიხარ, მაინც არის რაღაც სირთულე და უხერხულობა. პირველ დღეებში იმდენად არ გამჭირვებია. ბევრ ფეხბურთელთან ერთად “ზესტაფონში” გამოვდიოდი. მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ და მომავალს ძალიან დიდი იმედით ვუყურებ. დიდი ხანია ტრავმის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია. ვფიქრობ, ამ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და “დინამოში” თამაში ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება” – იუწყება 25 წლის ფეხბურთელის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი.
აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ეტაპი ხიდეშელმა ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა.
fcdinamo.ge
ფოტო fcdinamo.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
26 დან 21 აცილებული; )))))))) თან ცენტრს; ))))) ეტა უჟე სლიშკამ
დაბერდა ზაზა, ტრავმის მერე როცა დასვენებულია 5-6 თამაში ყოველთვის კარგად თამაშობს, მერე ალბათ ძალები ეცლება და მაგრადაც უკლებს თამაშს, აბა სხვა რისი ბრალია ვერ ვხვდები
ატლანტიდან არ უნდა წასულიყო თუ მის სურვილზე იყო რა თქმა უნდა.
ზაზა ძირითადს აღარ იმსახურებს უკვე. ჯერ რა პროცენტით ესვრის, თან ვისთან. პლამლისთან,რომელიც პირველ სეზონს ატარებს. 3 დაკარგვა სადღა მოასწრო 14 წუთში. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და სხვა გუნდში უნდა წასულიყო თუ წავიდოდა ატლანტადან.
აივერსონი დიდების დარბაზში შეიყვანეს. უნიჭიერესი კალათბურთელი