კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი ხერარდო მარტინო “ალმერიასთან” მატჩში (2:0) თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
“პირველ ტაიმში, მატჩის მიმდინარეობას ვერ ვაკონტროლებდით. ჩემი ფეხბურთელები ბევრ არაზუსტ პასს აკეთებდნენ და ბურთს ხშირად კარგავდნენ. შეხვედრის მეორე ნახევარში, უკეთ ავთამაშდით და მატჩის სადავეებიც ხელთ ვიგდეთ. ამრიგად, მხოლოდ ნახევარი მატჩის განმავლობაში ვთამაშობდით ღირსეულად, ჩვენი მიზანი კი, 90 წუთის მაღალ დონეზე ჩატარებაა”, - განაცხადა მარტინომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
არგენტინელმა სპეციალისტმა კომენტარი ნეიმარის სათადარიგოთა სკამზე დატოვების შესახებაც გააკეთა: “ბრაზილიელმა ზედიზედ 8 მატჩი ჩაატარა, უკანასკნელად კი, სულ რაღაც 3-4 დღის წინ ითამაშა”.
“ალმერიასთან” მატჩში კატალონიელთა ვარსკვლავი ლიონელ მესი დაშავდა. არგენტინელის გამოჯანმრთელების თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.