ფეხბურთი

15:47 | 3.12.2013 | ნანახია 675 - ჯერ

ხედირამ აღდგენითი პროცესი დაიწყო

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ ოპერაციისშემდგომი აღდგენითი პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Football Espana იუწყება.

26 წლის შუახაზელმა მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაცია ნოემბრის შუა რიცხვებში გაიკეთა. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

სადღეისოდ, ხედირა გერმანიის ნაკრების ექიმის – ჰანს-ვილჰელმ მიულერის მეთვალყურეობის ქვეშაა. მედიკოსთა პროგნოზით, ნახევარმცველი მოედანს 6 თვეში დაუბრუნდება.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:40 | 03.12.2013
alejandro (44439)

უშენოდ რეალი უფრო კარგია!

18:06 | 03.12.2013
NGoLo KaNte (36472)

ცხენდოოო

17:20 | 03.12.2013
the mentalist (22583)

მალე დაბრუნდი ლომო

16:13 | 03.12.2013
El Capitano 7 (35967)

წაადიიი DDDDDDDDDD

0.128933