ფეხბურთი

11:29 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა: “ვცდილობ პროგნოზი არ გავაკეთო”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი სამი ხედირა ჯერ მინდორზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს, თუმცა უკვე ინდვიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა. შეგახსენებთ, გერმანელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ნოემბერში მიიღო და ოპერაციაც გაიკეთა.

“ვცდილობ, პროგნოზები არ გავაკეთო. შესაბამისად, დაბრუნების თარიღზეც არ ვფიქრობ. უკვე ტრენაჟორებზე ყოველდღიურად ვვარჯიშობ, მაგრამ მინდორზე გასვლას ჯერ ვერ ვახერხებ. იმედია, რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით ჩაივლის” – უთხრა სამი ხედირამ ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.

0.122023