მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა გადაწყვიტა. მადრიდული მედიის ცნობით, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი “სამეფო კლუბთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
შუახაზელს მადრიდელებთან მოქმედი ხელშეკრუელბა 2015 წლის ზაფხულში ეწურება. უახლოეს პერიოდში, მხარეებს შორის ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ხედირა ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ინგლისელებმა ნახევარმცველის ფინანსური მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს და ტრანსფერი ჩაიშალა.