მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ნახევარმცველი სამი ხედირა 40 მილიონ ევროდ შეაფასა. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ხედირას ტრავმის გამო გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, მადრიდელებს მისი დათმობა მაინც არ სურთ. მაღალი სატრანსფერო ფასით, “რეალის” ხელმძღვნელები ხედირას მსურველთა დაფრთხობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელის ხილვა “მანჩესტერს”, “ჩელსისა” და “არსენალს” სურთ, მაგრამ ხედირაში 40 მილიონი ევროს გადამხდელნი რამდენად არიან, ძნელი სათქმელია...