ფეხბურთი

13:13 | 10.10.2013 | ნანახია 663 - ჯერ

ხავი მარტინესი მკურნალობას აგრძელებს

მიუნხენის “ბაიერნის” ტრავმირებული ნახევარმცველი ხავი მარტინესი აღდგენით პროცესს აგრძელებს. გერმანული მედიასაშუალებების ცნობით, შუახაზელს ვარჯიში ამ კვირიდან უნდა განეახლებინა, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ამგვარად, “ბილბაოს” ყოფილი ნახევარმცველი კვლავ ლაზარეთში რჩება და როდის დაუბრუნდება მოედანს, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა საზარდული ზაფხულში დაიზიანა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ევროპის სუპერთასის მატჩშიც ითამაშა, იქ კი, ტრავმა გაიმიზეზა და ოპერაცია დასჭირდა.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:59 | 11.10.2013
sportsfan (1198)

ეს ბოას ამოაგდებს ალბათ

13:45 | 10.10.2013
arturi-baierni (24493)

ხავი მალე დაგვიბრუნდი გვჭირდები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130465