ფეხბურთი

21:29 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მარტინესი: “გვარდიოლაზე საუბარი არ მსურს”

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი აცხადებს, რომ “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელებს მომავალ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ფიქრი არ მართებთ, რადგან ეს მათ ყურადღებას ზედმეტად იქცევს.

“დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ახლა, საკმაოდ კარგად ვთამაშობთ. გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომელთა უმრავლესობაც ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა.
გვარდიოლაზე საუბარი არ მსურს. როცა მისი დანიშვნის შესახებ შევიტყვეთ, თამაშისთვის ვემზადებოდით. ის შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ კარგად არ გვითამაშია. ეს საკითხი ყურადღებას იქცევს.” – აცხადებს ხავი მარტინესი.
0.11325