მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი აცხადებს, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ, ის თავს მოსალოდნელზე უკეთ გრძობს, მაგრამ ფორმის აღდგენაზე მუშაობის გაგრძელება მაინც საჭიროა.
“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ მალე სრულ მზადყოფნაში ვიქნები. საუკეთესო ფორმის მომენტალურად აღდგენა შეუძლებელია.
ოპერაციის შემდეგ დიდი დრო გამიცდა. ახლა, თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ველოდი, მაგრამ კიდევ ბევრი ვარჯიში მჭირდება.
ორთვიანი უქმობის შემდეგ, ყველაფერი კარგად მიდის. ახლა, მინდა ძველებური ფიზიკური ფორმა აღვიდგინო.” – ციტირებს მარტინესის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესმა ტრავმა აგვისტოს მიწურულს მიიღო და ის მოედანს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდა.