ქალაქ დნეპროძერჟინსკში უკრაინის ღია პირველობაზე მოთამაშე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვებას მარცხი შეუნაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად დავითიანის შეგირდებმა საწყის შეხვედრაში ხარკოვის პირველი გუნდი 14:6 დაამარცხეს, გუშინდელ მატჩში კი ხარკოვის მეორე გუნდთან 5:14 წააგეს.
ქართველი წყალბურთელები უკრაინაში კიდევ ორ მატჩს გამართავენ: დღეს ჩვენებურთა მეტოქე მოლდოვას ნაკრები იქნება, ხვალ კი – ლვოვის “დინამო”.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ახალგაზრდული ნაკრების (1993-1994 წწ.) სამი მოთამაშეც ასპარეზობს.







