საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის მე-13-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს რუსთავის “ხარებმა” თბილისში უშუალო კონკურენტი “აკადემია” გარდასახვით დაამარცხა, მოქმედმა ჩემპიონმა “ლელომ” კი, “ბათუმი” გაანადგურა და 24 საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.
პირველი მატჩი “შევარდენზე” გაიმართა და “აკადემიას” შეეძლო ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, მაგრამ ბოლო წამზე გაშვებული გარდასახვით ეს შანსი ხელიდან გაუშვა. პირველ ტაიმში ლელო არ გასულა და მასპინძლების ორ ჯარიმას სტუმრებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. განახლდა თამაში და თბილისელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, 59-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთეს და ზუსტ გარდასახვას 62-ე წუთზე ისევ ჯარიმა მოყვა - 22:3.
აქ თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რუსთაველებმა დასკვნით 12 წუთში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. 69-ე წუთზე მათ გააფთრებულ იერიშს ლელო მოყვა და გარდასახვაც ზუსტი იყო, 73-ე წუთზე “აკადემია” მოედანზე კაცნაკლული დარჩა და ოთხ წუთში “ხარებმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, რუსთაველებმა მესამე ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, ამას ზუსტი გარდასახვა მოყვა და “ხარებმა” 24:22 იმარჯვა. შედეგად, რუსთაველები გასავრდნ ზონას მნიშვნელოვნად დაშორდნენ, “აკადემიამ” კი, 3 ქულა დაკარგა, რადგან ეს ერთი პრემიალური ქულაც კი, საბოლოოდ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მეორე მატჩში თბილისის “ლელომ” ლეგიონერებით გაძლიერებულ “ბათუმს” გაკვეთილი ჩაუტარა და რვა ლელო გაუტანა. საქართველოს ჩემპიონმა ზღვისპირელთა რბევა მეოთხე წუთზე დაიწყო, პირველსავე ტაიმში, მეტოქის ჩათვლის მოედანი კაცნაკლულმაც გადაკვეთა და რადგან ირაკლი ყიასაშვილი გარდასახვებს უშეცდომოდ ურტყამდა, ტაიმი 28:0 დასრულდა. მეორე ტაიმში გატანილი კიდევ სამი ლელოს შემდეგ, ერთი ლელო “ბათუმმაც” გაიტანა, მაგრამ “ლელომ” ბოლო წუთზე მერვე ლელო მიითვალა და დიდი ანგარიშით იმარჯვა (56:7), რითაც ერთი დღით ადრე დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა და პირველ საფეხურზე მინიმუმ სამი კვირა დარჩება.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XIII ტური. 1 მარტი
თბილისი. “შევარდენი”. 250 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 22:24 (6:3)
აკადემია: 15. შ. დავითაშვილი, 14. ჭუაძე, 13. ილურიძე, 12. წასიძე, 11. მათიაშვილი, 10. ტალახაძე, 9. ქოპილაშვილი (ჯ. ღამბაშიძე 60); 1. ფეიქრიშვილი (გ. ღამბაშიძე 32), 2. ალხაზაშვილი, 3. მაზმიშვილი (წვერავა 52), 4. გოგლიძე (გეგია 70), 5. ზოიძე, 6. ნიბლაძე (ბერიკაშვილი 64), 7. შუბითიძე (ნებულიშვილი 75), 8. დ. გოგლიძე (მოსეშვილი 73).
1 ლელო: ზოიძე
1 გარდასახვა: მათიაშვილი
5 ჯარიმა: მათიაშვილი
1 სინბინი: გ. ღამბაშიძე
ხარები: 15. შუბითიძე, 14. ბ. ბებიაშვილი, 13. რ. ღამბაშიძე (გ. ბებიაშვილი 55, ჭაავა 59), 12. ნათელაშვილი (გ. გოგოლაძე 71), 11. გულიტაშვილი, 10. ბასილაია (მელიქიშვილი 55), 9. ხუციშვილი; 1. ზურიკიშვილი, 2. აღაშვილი, 3. წიკლაური (ხელია 64), 4. ქარუხნიშვილი, 5. მჭედლიშვილი (ტყეშელაშვილი 52), 6. ქვლივიძე, 7. გოგიაშვილი (ღამბარაშვილი 41), 8. მღებრიშვილი.
3 ლელო: ხუციშვილი, მელიქიშვილი, ტყეშელაშვილი
3 გარდასახვა: ხუციშვილი
1 ჯარიმა: ხუციშვილი
1 სინბინი: ქვლივიძე
თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 56:7 (28:0)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ნიჟარაძე (ზაალიშვილი 76), 13. კორკელია, 12. ცერცვაძე, 11. გუგავა (კოპაძე 45), 10. ხმალაძე (მჭედლიშვილი 61), 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (მჭედლიძე 56), 2. ბელქანია (ლომთაძე 56), 3. მელიქიძე (ჯულაყიძე 59), 4. ნიკოლაიშვილი (ბუბუტეიშვილი 63), 5. ქოიავა, 6. მძინარიშვილი, 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე (ხორბალაძე 56).
8 ლელო: მელიქიძე, გუგავა (2), ცერცვაძე (2), ნიჟარაძე, ლომთაძე (2)
8 გარდასახვა: ყიასაშვილი
1 სინბინი: კორკელია
ბათუმი: 15. ჰემპსონი, 14. სვინტრაძე, 13. გოგიტიძე (ხონელიძე 45), 12. ნინიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. შამულო (ვენი 67); 1. სულაბერიძე (კელენჯერიძე 67), 2. გიგაშვილი (ხოჭოლავა 69), 3. მოქია (კაიკაციშვილი 67), 4. ხელაძე (ბერიძე 67), 5. ჰოუვსი (კორტავა 67), 6. ალიქაძე, 7. ნიუვენჰეიზენი, 8. გუგუშვილი.
1 ლელო: კაიკაციშვილი
1 გარდასახვა: ოდიშარია
1. ლელო 13 10 0 3 373-153 49
2. არმია 13 9 1 3 363-212 45
3. აია 12 9 0 3 267-155 41
4. ლოკომოტივი 13 9 0 4 298-235 40
5. ყოჩები 13 8 1 4 284-243 38
6. არმაზი 12 7 0 5 208-227 31
7. ჯიქები 13 5 2 6 253-204 31
8. ხარები 14 3 0 11 179-344 15
9. აკადემია 13 1 0 12 148-328 9
10. ბათუმი 12 1 0 11 162-434 6
2 მარტი
ქუთაისი. “დინამო”. 15:30 საათი
აია (ქუთაისი) - ჯიქები (თბილისი)