"საბურთალოს" კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგძლივა - აღნიშნულ ხელშეკრულებას საზეიმო ვითარებაში დღეს მოეწერა ხელი.
ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელიც უკვე წლებია "საბურთალოს" ღირსებას იცავს, დღითიდღე პროგრესირებს. 18 წლის ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია.
"საბურთალო" წარმატებებს უსურვებს გიორგი ხარაიშვილს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერაში.