მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად ხანჯალიაშვილს ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ ანდრეას ტოლცერთან წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა.
შეხვედრის ძირითადი დრო ხანჯალიაშვილმა და ტოლცერსმა ვაზარებით ჩაამთავრეს, ოღონდ ილეთი არც ერთს გაუკეთებია. ეს შეფასებები, პასიურობის გამო, ერთმანეთის გაფრთხილებებით დააგროვეს. “ოქროს დროში”, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტი ენერგია გერმანელ მძიმეწონოსანს შერჩა. მსაჯმაც ქართველი ერთხელაც გააფრთხილა და ბრინჯაოს პრიზიორად ანდრეას ტოლცერი გამოაცხადა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა ერთადერთი ვერცხლის მედლით დაასრულა. ხვალ ვენის ტატამზე გუნდური ევროპირველობა გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე







