ჩოგბურთი

12:52 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხანდაზმულთა ნახევარფინალი

სერენა უილიამსი და ნა ლი წლევანდელი აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტები გახდნენ. უილიამს-უმცროსმა მეოთხედფინალში ესპანელ კარლა სუარეს-ნავაროს გეიმი არ დაუთმო. 1989 წლიდან მოყოლებული სადიდსლემო ტურნირების მეოთხედფინალში ასეთი რამ პირველად მოხდა - 24 წლის წინათ მარტინა ნავრატილოვამ “მშრალად” ბულგარელ მანუელა მალეევას მოუგო.

ნიუ იორკის დიდი სლემის შეჯიბრებაში პირველად გავიდა ნახევარფინალში ჩინელი ნა ლი. “როლან გაროსის” 2011 წლის ტრიუმფატორმა აზიელმა რუს ეკატერინა მაკაროვას სძლია და ნახევარფინალში სერენაზე “გავიდა”.

აშშ-ის ღია ჩემპიონატის ქალთა შეჯიბრების ნახევარფინალში მინიმუმ 3 ისეთი ჩოგბურთელი ითამაშებს, რომელთა ასაკმა 30 წელს გადააბიჯა. სერენა და ნა ლი 31 წლისანი არიან, კიდევ ერთ მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ ვეტერანი იტალიელები – 30 წლის რობერტა ვინჩი და 31-ის ფლავია პენეტა წარსდგებიან. დიდი სლემის ქალთა ტურნირის ნახევარფინალში 30 წელს გადაცილებულმა სამმა მოთამაშემ უკანასკნელად უიმბლდონ1994-ზე იასპარეზა. ამასთან, თუკი კიდევ ერთ მეოთხედფინალში ჩეხმა დანიელა ჰანტუხოვამ (30) ბელარუს ვიკტორია აზარენკას დამარცხება მოახერხა, ოთხივე ნახევარფინალისტი 30 წელს გადაბიჯებული იქნება.

0.11747