ჭიდაობა

21:34 | 1.04.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ხაბალაშვილი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია



 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა რეპეშაჟის ფინალში ბელარუს რაშიტხანაუ სურხოს 55 წამში 11:0 მოუგო.

დამამშვიდებელ ეტაპზე ხაბალაშვილი მერვედფინალიდან გადაერთო. ძირითად ბადეში იტალიელი ანჯელო კოსტას იოლად ძლევის შემდეგ მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ ყურბანალიევთან დამარცხდა. ბრინჯაოს გზაზე კი გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელი არკადიუს სზეჟასა და გერმანელი მარტინ დაუმის ძლევა მოასწრო.

დღესვე საქმეში 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეებიც ჩაერთნენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე დავით ქერაშვილი გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა.

ხვალ მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და ბექა ლომთაძე (61 კგ) იჭიდავებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:11 | 15.11.2019
barca 4 - ever (2051)

სადაც გვარდი მიდის,ყოველთვის ის ქვეყანა ხსება დომინანტი. გვარდიმ გააგიჟა ბარსა და ესპანეთმა მოიგო პირველი და ერთადერთი ოქრო თავის ისტორიაში,მსოფლიო თასზე(ბარსას კოპიფეისთი იყო ესპანეთი), გერმანიაში მივიდა და ეგრევე მსოფლიო დადეს,ახლა ინგლისშია და მარადიული ლუზერი,ინგლისის ნაკრები, 28 წლიანი პაუზის შემდეგ ნახევარფინალში გავიდა მსოფლიოზე. გვარდი საუკეთესოა!!!

0.068123